ახალი ამბები
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ეს დღე აღიარებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ცნობით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აღიარებულია სოფლად მცხოვრებ ქალთა განსაკუთრებული წვლილი ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და/თუ სიღარიბის დაძლევაში.

,,ეს დღე დაწესებულია სწორედ იმისათვის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ რამდენად ფასეულია მათი შრომა, რომელსაც სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება. ეს ის ძალა გახლავთ, რომელიც ყოველთვის გვიჩვენებს კარგი მოქალაქეობის მაგალითს და ჩვენი ქვეყანა სასიკეთო ცვლილებებისაკენ მიჰყავს.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები