ახალი ამბები
ლელა თათარაიძე და გორის ქალთა გუნდი ,,აკუსტიკისთვის'' ერთობლივ სიმღერას შეასრულებენ
ლელა თათარაიძე და გორის ქალთა გუნდი აკუსტიკისთვის ერთობლივ სიმღერას შეასრულებენ.

როგორც ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა აღნიშნავს, ერთობლივი ნამუშევრის შექმნა მუსიკალური პროექტის ,,აკუსტიკის'' შემოქმედებით ჯგუფს ეკუთვნის.

ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ლოტბარი ლელა თათარაიძე თუშური სიმღერებისა და მელოდიების განთქმული შემსრულებელია.



"აკუსტიკა" მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი შემსრულებლები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ.

"აკუსტიკა" ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელის ინტერესებს ითვალისწინებს.

მაყურებლისთვის საყვარელი ცნობილი სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით და რაც მთავარია, ცოცხლად სრულდება.

გარდა ამისა, მაყურებლებს წარუდგენენ ორიგინალურ დუეტებს – სხვადასხვა თაობის და ჟანრში მოღვაწე მუსიკოსები სიმღერებს ერთად ასრულებენ. მაყურებელს სთავაზობენ ორიგინალურ ექსპერიმენტებსაც. მაგალითად, ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სინთეზს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები