ახალი ამბები
ხაშურის სამუსიკო სკოლის დასუფთავების თანამშრომელი თინათინ კუპრაძე საპატიო მოქალაქედ დასახელდა
სამუსიკო სკოლის დასუფთავების თანამშრომელი თინათინ კუპრაძე ხაშურის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

თინათინ კუპრაძე სამუსიკო სკოლაში 23 წელია მუშაობს. მანამდე აღნიშნულ სკოლაში დამლაგებლად დედამისი მუშაობდა. დედამისის შემდეგ მუშაობა მან გააგრძელა.

თინათინი დაიბადა ბაკურიანში, სწავლობდა ხაშურში. დაამთავრა სამუსიკო სასწავლებლის შვიდწლედი. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური სასწავლებელი.

90-იან წლებში მუშაობდა საბავშვო ბაღში, თუმცა 1997 წელს შეამცირეს.

ხაშურის საპატიო მოქალაქეები 14 ოქტომბერს, ხაშურქალაქობაზე დაასახელეს.

ხაშურის საპატიო მოქალაქეები ასევე  გახდნენ: ექიმი ლალი მაკარიძე, ექიმი ციური გონგლაძე, ფოლკლორულ ანსამბლ "ხაშურის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ნემსაძე და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ტარიელ გოგალაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები