ახალი ამბები
,,ლიმიტი 500 ლარი ვინ დაადგინა?'' - მოქალაქემ სიმსივნით დაავადებული დედის დასახმარებლად მერიას მიმართა
კასპში, სიმსივნით დაავადებული მოქალაქის შვილმა დასახმარებლად მერიას მიმართა.

კასპის სოციალური სამსახურის უფროსმა მას განუცხადა, რომ ლიმიტი მხოლოდ 500 ლარია.

სიმსივნით დაავადებული ადამიანის შვილი აცხადებს, რომ კვლევას 3 000 ლარი სჭირდება და ასეთი მცირე რაოდენობით ლიმიტის დადგენა უსამართლობაა:

,,ვის ხელში ვართ უბრალოდ რა. პენსიონერი, სიმსივნიანი დედისთვის კვლევა სამი ათას ლარამდე ღირს. კასპის მერიაში დაფინანსებაზე მივედი, ჩვენი მაქსიმუმი 500 ლარიაო. სამი ათას ლართან 500 ლარი რა არის? სირცხვიალია, ვინ დაადგინა-მეთქი? და ყვირილი არ ქვია, წივილი ატეხა დალი დავითაშვილმა.'' - წერს მოქალაქე, რომელიც ამავე დროს სასულიერო პირი სამთავისი-კასპის ეპარქიაში.

,,რა საინტერესოა, წვეულებებზე და მომღერლებზე რატო არაა ლიმიტი 500 ლარი? ადამიანის ჯანმრთელობაზე ძვირფასი რა არის?'' - აღნიშნავს სასულიერო პირი.

ცნობისათვის, კასპობას მომღერალთა გუნდს კასპის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით 15 150 ლარი გადაურიცხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები