ახალი ამბები
გორში ლურჯი ავტობუსების მძღოლებს შორის ალკოჰოლური თრობის 8 ფაქტი გამოვლინდა - ერთ წელიწადში
2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სამედიცინო კომისიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების ალკოჰოლური თრობის 8 ფაქტი გამოავლინა, ყველა მათგანზე შედგა სვლაგეზზე გასვლის დარღვევის ოქმი და გადაეგზავნა დისციპლინარულ კომისიას.

ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცნობით, კოორდინატორის და კონტროლიორის ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილი იქნა ასევე მძღოლების 2 დისციპლინარული გადაცდომა, რაც გადაეგზავნა დისციპლინარულ კომისიას.

ასევე საგულისხმოა, რომ ტრანსპრტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურმა თავის მხრივ კოორდინატორის დისციპლინარული დარღვევაც გამოავლინა:

,,გამოვლენილი იქნა კოორდინატორის დისციპლინარული დარღვევა, რაც მოხდა განმეორებით და დაქვეითებული იქნა კონტროლიორის პოზიციაზე.'' - აღნიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ზურაბ ჯირკველიშვილის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სტაჟირება გაიარა თორმეტმა თანამშრომელმა, გამოვლენილი იქნა სტაჟიორ-კონტროლიორების და კონტროლიორების 6 დისციპლინარული გადაცდომა, რის გამოც 3 სტაჟიორს არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება, 3 კონტროლიორს დაედო დისციპლინარული სახდელი.

2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობს 41 თანამშრომელი: სამსახურის უფროსი, უფროსი მენეჯერი (სამსახურის უფროსის მოადგილე), მგზავრთა უსაფრთხოების მენეჯერი, შრომის უსაფრთხოების უფროსი მენეჯერი (სამედიცინო კომისიის მუდმივი წევრი), შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, საინფორმაციო უზრუნველყოფის სპეციალისტი, მგზავრთა უსაფრთხოების 3 კოორდინატორი, მგზავრთა უსაფრთხოების 31 კონტროლიორი, 1 სტაჟიორ-კონტროლიორი, 3 ექთანი.

რაც შეეხება მგზავრებს, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, დაჯარიმებულია 631 უბილეთო მგზავრი, გადახდილია 403 საჯარიმო ოქმი, აღსრულების ეროვნულ ბიუროზე გადაგზავნილია 178 საჯარიმო ოქმი.

2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით (აგვისტოდან აღნიშნული მუხლით მუშაობის უფლებამოსილება გადაეცა ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ ინსპექციას), სამსახურის თანამშრომლების მიერ, დამრღვევი მძღოლების მიმართ შედგენილია 77 საჯარიმო ოქმი, გადახდილია 17 საჯარიმო ოქმი, აღსრულების ეროვნულ ბიუროზე გადაგზავნილია 62 საჯარიმო ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები