ახალი ამბები
რიკოთზე 27-კილომეტრიანი და 4 -ზოლიანი მაგისტრალური ახალი გზა გაიხსნა
,,საზეიმოდ გავხსენით 27-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, სადაც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.

,,მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის, მე ასე ვიტყოდი, პროექტის განხორციელების დაფინანსების პროცესში.'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან - 193 კმ მაგისტრალი აშენდა და გაიხსნა.

,,ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ - ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და, რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი.'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები