ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მოსწავლეს მუქარის წერილი დაუტოვეს
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში,  სკოლის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო.

წერილის მიხედვით, მას ოჯახის წევრის სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან და ფულს სთხოვენ.

მე-5 კლასის მოსწავლემ ხელით დაწერილი წერილი მერხის ქვეშ იპოვა.

,,როგორც ვიცი, ამ წერილში ეწერა, რომ თუ ფულს არ მოიტან, პატარა და გყავს და იმას წავიყვანთ. ასეთი შინაარსის წერილი დაუტოვეს მერხის ქვეშ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იყო ცუდი ხუმრობა'' - განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები