ახალი ამბები
გორის საკრებულოს ეყოლება ახალი წევრი - გურამ კორინთელი
გორის საკრებულოში გიორგი სოსიაშვილს გურამ კორინთელი ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ საკრებულოს აპარატს მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.

მალხაზ მირუაშვილის ცნობით, გურამ კორინთელმა საკრებულოს წევრობის შესახებ, თანხმობა განაცხადა.

,,საარჩევნო სუბიექტის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარტიული სიით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე გურამ კორინთელმა (პარტიული სიით N14), თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე.'' - აცნობა მალხაზ მირუაშვილმა საკრებულოს.

რაც შეეხება გიორგი სოსიაშვილს, ის გორის საკრებულოში პარტიული სიის მეორე ნომრით იყო წარდგენილი საკრებულოში. 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, სადაც სოსიაშვილმა პარლამენტის მანდატი მოიპოვა და მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

ადგილი გამოთავისუფლდა და რიგის მიხედვით საკრებულოს წევრობა გიორგი კორინთელს ერგო.

ფოტოზე: გურამ კორინთელი გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან ერთად
Print

სტატიის გამოყენების პირობები