ახალი ამბები
ერთ წელიწადში გორის მერიის 4 ავტომანქანა დაზიანდა, მათგან ორი - ავტოავარიის შედეგად
გორის მერიის 2 ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევები 2023 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. ამავე უწყების ცნობით, დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა, თუმცა, დაზიანების მიზეზი უცნობი დარჩა:

,,საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა ავტომობილებლები RENAULT DUSTER სახ.ნომერი BB 239 BC და VOLKSWAGEN PASSAT სახ.ნომერი OG191GG. ასევე დაზიანდა გაურეკვეველ ვითარებაში ავტომობილი RENAULT SANDERO სახ.ნომერი DD045YD. დაზიანებების შესაბამისი თანხები აანაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ'' - აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება მეოთხე მანქანას, ის 2022 წლის ნოემბრის თვეში ძლიერი წვიმის შედეგად, გორი-ტინისხიდის გზაზე წყლით დაიტბორა.

,,ავტომობილი Lexus RX 330 სახ.ნომერი QC-919-CC. ავტომობილი აღარ ექვემდაბარებოდა აღდგენას, შესაბამისად, კომპანია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ მიერ მოხდა აღნიშნული ავტომობილის საბაზრო ღირებულების 22500 ლარის იდენტური ავტომობილის VOLKWAGEN PASSAT-ის (გამოშვების წელი 2014) გადმოცემა.'' - აღნიშნავენ ადმინისტრაციულ სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები