ახალი ამბები
გორში რესტორანი ,,ცირკი'' გაიხსნა
გორში რესტორანი ,,ცირკი'' გაიხსნა. ახალი ობიექტი სასტუმრო ,,გორი ინნ''-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სახელწოდება ცირკის ძველი შენობიდან მომდინარეობს, რომელიც 1990-იან წლებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

ძველი ცირკი დაიწვა. ახალი ,,ცირკის'' აშენების იდეა ,,ინნ ჯგუფის'' ერთ-ერთი პარტნიორის, ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის.



,,ინნ ჯგუფის'' ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის სასტუმროსა და რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ახალი ობიექტების მშენებლობა იგეგმება:

,,მომავალი წლისთვის უფრო გრანდიოზული ღონისძიებებით ვიგეგმებით. დატვირთული იქნება ბოულინგით, საფეხბურთო მოედნებით, ჩოგბურთის კორტებით. ეს იქნება ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი თბილისთან ახლოს. ჩვენ 7 სასტუმრო გვაქვს აშენებული. ვახოს სურვილი იყო, რომ ყველაზე გრანდიოზული ყოფილიყო გორში'' - განაცხადა ,,ინნ ჯგუფის'' ხელმძღვანელმა.

ის ობიექტები, რომელიც ,,ინნ ჯგუფის'' ხელმძღვანელმა ჩამოთვალა, ,,ახალბაღის'' ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით და უცხოური ქვეყნების დახმარებით ხორციელდება. როგორც მერიიდან არაოფიციალური წყაროებით გვაცნობეს, სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილი ,,გორი ინნ''-ს სარგებლობის უფლებით გადაეცემა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები