ახალი ამბები
9 თვეში გორში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ამოღებულია 4,1 მლნ ლარი
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გორის ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადახდილი თანხა 4 მლნ ლარს აღემატება.

კერძოდ, მერიის ფინანსური სამსახურის ცნობით, ჯამში, ამოღებულია 4 მლნ 151 700 ლარი.

სულ ჯარიმა-საურავებიდან მობილიზებულია 4 მლნ 474 000ლარი. გეგმა მესამე კვარტალშივე შესრულდა. გეგმით 9 თვეში გათვალისწინებული იყო 4 459 000 ლარის მობილიზება.

9 თვის მონაცემებით, პარკინგის წესების დარღვევის გამო, ამოღებულია 323 ლარი.

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის წესების დარღვევის გამო, ამოღებულია 66 900 ლარი. ვაჭრობის წესების დარღვევის გამო, გადახდილია 3 000 ლარი.

საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის წესების დარღვევის გამო გადახდილია 12 544 ლარი. უბილეთო მგზავრების მიერ გადახდილია 6 800 ლარი და ა.შ>

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები