ახალი ამბები
ერგნეთში ირიგაციის საკითხებზე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში, საქართველოს მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტექნიკური შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით შედგა.

მოლაპარაკების დროს განიხილეს ირიგაციის საკითხები, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს ეხება.

2023 წლის აგვისტოდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ტირიფონის არხის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარა, რომელიც ცხინვალთან ახლოს, მდინარე ლიახვის პირზე მდებარეობს.

არხის საშუალებით ირწყვევა სოფლები, რომლებიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მდებარეობს:

,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეები ერგნეთში შეხვდნენ და სეზონის ბოლოს ირიგაციაზე ისაუბრეს. მონაწილეებმა, მათ შორის ირიგაციის ექსპერტებმა, კონსტრუქციულად განიხილეს გასული სეზონი და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მისიის ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენებას, რათა უზრუნველყონ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სარწყავ წყალზე წვდომა.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები