ახალი ამბები
ერგნეთში 115-ე შეხვედრა მიმდინარეობს - წინა დღით რუსმა სამხედროებმა ტახტისძირელი მწყემსი დააკავეს
დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 115-ე შეხვედრა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა ბოლო დღეებში გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე მოქალაქის დაკავების საკითხი იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, გუშინ დააკავეს მამაკაცი ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, ბოლო შეხვედრიდან დღემდე - ბორდერიზაციის 3 შემთხვევა - ქარძმანთან, არცევთან და გუშინ ერგნეთთან დაფიქსირდა.

ანთაძე აზუსტებს, დაკავებულია შუახნის მამაკაცი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში მცხოვრები.

,,მწყემსია და პირუტყვი ჰყავდა წაყვანილი და ამ დროს დააკავეს, წუხელ 22:00 სთ-ზე შეიტყო სუსმა.'' - განაცხადა ანთაძემ.

ამჟამად, ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქეა უკანონო პატიმრობაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები