ახალი ამბები
ჯამბულატ თედეევის ინიციატივით ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ წორბისში პუტინის ძეგლი დადგეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ წორბისში პუტინის ძეგლი დადგეს.

ტელეგრამ არხის ცნობით, ბრინჯაოს ძეგლის დადგმის ინიციატორი ჯამბულატ თედეევია.

თედეევი წარმოშობით ამ სოფლიდანაა. ტელეგრამ-არხის ცნობით, მან ძეგლთან მიწვეულ ახალგაზრდებს ესაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და პუტინის შესახებ.

ჯამბულატ თედეევი ერთ-ერთი გავლენიანი პირია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. ის იყო დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელა.

უფრო ადრე, 2011 წელს, ჯაბო თედეევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა არჩევნების ჩატარებამდე მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დე-ფაქტო რესპუბლიკიდან მისი გაძევება ბრძანა.

2018 წელს დაღესტანში გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოდან ჩასულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მისი გამოსახულებიანი მაისურები ჩაიცვეს მეგობრობის ნიშნად.

რაც შეეხება ძეგლის დადგმას, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ცხინვალში, არც ერთ ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებას არ გამოუქვეყნებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები