ახალი ამბები
აძვის სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს შეურთდა
მედიის განვითარების ფონდი UNESCO -ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულს სოფელ აძვიდან შეუერთდა.

აძვის საჯარო სკოლა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს. ტრენინგს ევროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისსა და დოიჩე ველე აკადემიის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილიც დაესწრნენ.

MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგი ახალგაზრდებს ყალბი ინფორმაციისა და ვიზუალის გადამოწმების, წყაროების კრიტიკული ანალიზის უნარებს უვითარებს.

ის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - "ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის"- ფარგლებში დოიჩე ველე აკადემიასთან პარტნიორობით იმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები