ახალი ამბები
გორის 12 სოფლის საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს კომისიამ დირექტორის კანდიდატები არ წარადგინა
გორის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაში (67-დან) დირექტორების არჩევნები არ ჩატარდა.

აღნიშნული სკოლებს კვლავ ხელმზღვანელობენ დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, კანდიდატები არ იყო წარდგენილი: არბოს, ახრისის, ბეთლემის, ბერშუეთის, ერგნეთის, კირბალის, პატარა მეჯვრისხევის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვემო ნიქოზის ქიწნისისა და ხურვალეთის საჯარო სკოლებში.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩატარდება დირექტორების არჩევნები აღნიშნულ სკოლებში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები