ახალი ამბები
ქარელის საკრებულომ უარი თქვა სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც ფერმერების მდგომარეობა უნდა შეესწავლა
ქარელის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ჩავარდა, რომლის მიხედვით, ფერმერულ მეურნეობებში რუსული ბიზნესის გავლენის საკითხები უნდა შესწავლილიყო.

ჯგუფის შექმნის ინიციატორი საკრებულოს წევრი, ,,გახარია - საქართველოსთვის'' წარმომადგენელი ვასიკო ბაქრაძე იყო.

ვასიკო ბაქრაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდებოდნენ ფერმერებს და მათგან მოისმენდნენ ინფორმაციას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან პროდუქციის რეალიზაციის კუთხით.

დასკვნა საქართველოს მთავრობას, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნებოდა.

,,მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა ნათლად დაინახავდა, რა პრობლემებია დღეს მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში. ძალიან ბევრი ფერმერი ცხოვრობს ქარელში. მოჰყავთ მოსავალი, მაგრამ მის რეალიზაციას ვერ ახდენენ. რუსულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა ის ბაზარიც კი, რომელიც ადგილობრივ ფერმერს ჰქონდა ათვისებული.'' - აცხადებს ვასიკო ბაქრაძე.

მისი განმარტებით, იმპორტი ქვეყნისთვის აუცილებელია, იმისათვის, რომ ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნას. მაგრამ მთელი ბაზრის ათვისება ოკუპანტი ქვეყნის, რუსული ბიზნესის წყალობით, წარმოუდგენელია.

ქარელის საკრებულოს წევრებმა მმართველი გუნდიდან განაცხადეს, რომ მუნციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი რესურსი საკითხის შესასწავლად, ამიტომ, მიზანშეუწონლად მიიჩნიეს სამუშაო ჯგუფის შექმნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები