ახალი ამბები
კირბალის სიახლოვეს რუსეთის სამხედროების მხრიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ცნობით, შემთხვევა დღეს 6 ნოემბერს მოხდა.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, ხოლო უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე''- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები