ახალი ამბები
ცხინვალში ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ლევან დოთიაშვილს დღეს 9 ნოემბერს საღამოს ქართულ მხარეს გადასცემენ.

როგორც ,,კაგებეს'' განცხადებაშია აღნიშნული ,,მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დოთიაშვილის საქართველოში დეპორტაციის შესახებ.''

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს. მასთან ერთად მყოფი თამაზ გინტური კი მოკლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები