ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით სოფელ კირბალში დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დილით გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ჩატარდა. შემდეგ ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.

თამაზ გინტური 58 წლის იყო. ის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ეკლესიის ეზოში დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს.

მას ორი ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი. მკვლელობას მოწმე ჰყავს - ამავე სოფელში მცხოვრები ლევან დოთიაშვილი. მან 3 დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები