ახალი ამბები
რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელობაშია მხილებული, გვარი გამოიცვალა - ოჯახი
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა, სამხედრო პირმა, ვინმე დემიდოვმა გვარი გამოიცვალა. ამის შესახებ თამაზ გინტურის ოჯახს სხვადასხვა წყაროებიდან აცნობეს.

თამაზ გინტურის ძმის, გივი გინტურის განცხადებით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს მკვლელის ვინაობის მხილების ფაქტს:

,,ერთი ვერსიით, მკვლელობა ამ დემიდოვმა ჩაიდინა, მაგრამ ახლა გაარკვიეს, რომ გვარი გამოუცვლია. ჩვენ სხვა დეტალები არ ვიცით, როგორ მიდის გამოძიება, ეს ჩვენ არ ვიცით. მე პირადად ორ დღეში ვაპირებ გამომძიებელთან ჩასვლას. ალბათ, გვექნება საუბარი დამატებით' - აცხადებს გივი გინტური.

შიდა ქართლის პროკურატურამ თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა. ამის შესახებ დადგენილება თამაზ გინტურის შვილს, დიმა გინტურს დღეს გადასცეს.

როგორც თამაზ გინტურის ძმა გივი გინტური აცხადებს, ოჯახის წევრებთან გამოკითხვა გრძელდება.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს კირბალში, ლომისის ეკლესიის ეზოში მოკლეს. თვითმხილველის, ლევან დოთიაშვილის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ერთმა ჯარისკაცმა. სხვა სამხედროები მკვლელობის დროს არ ყოფილან.

,,მე ველაპარაკე ლევან დოთიაშვილს, მაგრამ ის ამბობს, რომ მკვლელი ეს დემიდოვი არ ყოფილა, ვერ ამოიცნო,'' - ამბობს თამაზ გინტური.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები