ახალი ამბები
ქარსაფარი ზოლი იგივე ,,მწვანე კედელი'' 9 წლის შემდეგ
უკვე ასე გამოიყურება ნიგოზა-ჩობალაურის მინდვრებში ქარსაფარი ზოლი, რომელიც 9 წლის წინ, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა მოაწყეს.

ნერგები 2014 წლის გაზაფხულზე, 28 მარტს დარგეს. მონაწილეობდნენ გორის, ქუთაისისა და თელავის კურსდამთავრებულები.

პროექტის მენეჯერი იყო ნინო მეგრელიშვილი, ხოლო იდეის ავტორი თეა გიგუაშვილი. ამთგან თეა გიგუაშვილი აღარაა ცოცხალი.

აბრას ამშვენებს წარწერა: ქარსაცავი ზოლი გაშენებულია პროექტის ,,მწვანე კედელის'' ფარგლებში გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტსა და კერძო ფერმერთა თანადგომით, ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის მხარდაჭერით''

საქართველოში ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები (ბეროზაშვილი, 1981).

ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა

- ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
- იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
- ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
- ცვლის მიკროკლიმატს, გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე (დაცულ ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესაძლოა რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს ვიდრე დაუცველში);
- ზრდის ტენის ოდენობას;
- ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის;
- აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და ფერმაში;
- ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
- ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
- ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა);
- იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფები, ნასხლავი და სხვ.);
- მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტრის წყაროს ფუტკრისთვის;
- ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი);
- ასრულებს ღობის ფუნქციას

(კარბელაშვილი, 2009; Molison, Holmgren, 1984; Kuhns, 1997).
Print

სტატიის გამოყენების პირობები