ახალი ამბები
ცხინვალში საწვავის კონტრაბანდის ფაქტზე 4 პირი ამხილეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მხილებულია ოთხი პირი, რომლებმაც 50 ტონა საწვავი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილობით გადაქაჩეს..

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. ,,კაგებეს'' განცხადებით, ოთხივე მათგანმა ფაქტი აღიარა, მიმდინარეობს სხვა პირების დადგენა:

"ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მოცულობის საწვავის და საპოხი მასალების უკანონო გადაზიდვა.  არააქტიური სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთ წყალსადენში პლასტმასის მილსადენი ჩააგდეს. კონტრაბანდისტებმა შექმნეს საიდუმლო საწვავის მიმღები და სატუმბი პუნქტი ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში", - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.

,,კაგებე'' თვლის, რომ უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას, პოტენციური მტრისთვის საწვავის და საპოხი მასალების მიწოდებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები