ახალი ამბები
საიდუმლო არხი კონტრაბანდული ნავთობპროდუქტებისთვის - ცხინვალის მხარე ოპერატიულ მასალას აქვეყნებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ეს არის ის ადგილი, საიდანაც სპეციალური მოწყობილობით ცხინვალიდან გორის მიმართულებით ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მხილებულია ოთხი პირი. მათ 50 ტონა საწვავი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილობით გადაქაჩვაში ედებათ ბრალი.



,,კაგებეს'' განცხადებით, ოთხივე მათგანმა ფაქტი აღიარა, მიმდინარეობს სხვა პირების დადგენა:



"ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მოცულობის საწვავის და საპოხი მასალების უკანონო გადაზიდვა. არააქტიური სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთ წყალსადენში პლასტმასის მილსადენი ჩააგდეს. კონტრაბანდისტებმა შექმნეს საიდუმლო საწვავის მიმღები და სატუმბი პუნქტი ცხინვალის გარეუბანში, სამხრეთით", - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.




,,კაგებე'' თვლის, რომ უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას, პოტენციური მტრისთვის საწვავის და საპოხი მასალების მიწოდებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები