ახალი ამბები
პროტესტი სოფელ გორაკაში - ანძის მშენებლობისას არქეოლოგიური მასალა გამოჩნდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გორაკაში ანძის მშენებლობა სალოცავის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ამის გამო, მიწის გათხრების დროს, არქეოლოგიური მასალა გამოჩნდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წმ. ბარბარეს სალოცავი ნადგურდება.

,,ხედავთ, თუ როგორ ვერაგულად გადათხარეს წმინდა ბარბარეს სალოცავი. ეს ნივთები, რასაც სურათებზე ხედავთ, ამ თხრილიდან არის ამოღებული. ეს ყველაფერი მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას და ამ ყველაფრის მისაკუთრების და ხალხისთვის სალოცავის წართმევას აპირებს კომპანია, რომელსაც ანძის დადგმა სურს'' - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი თეა ბალაშვილი.

როგორც ირკვევა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში, მთის ფერდობზე ანძის დადგმას აპირებს კომპანია "მაქთიკომი''.

,,კეთდება მოსახლეობასთან 150 მეტრში. მოსახლეობის მოთხოვნაა სალოცავი; სადაც საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები მუხლმოდრეკილი ლოცულობდნენ; სადაც წელიწადში ორჯერ ჩვენ ჩვენი შვილების მფარველობას ვავედრებთ, დატოვონ ხელუხლებელი'' - აღნიშნავს თეა ბალაშვილი.

მისი განცხადებით, სოფელში ახლომახლო უამრავი გორაა, სადაც შესაძლებელია ანძის დადგმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები