ახალი ამბები
ხაშურში ტაბიძის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშურში, ტაბიძის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია ,,მშენებელი'' აწარმოებს, 1,2 მლნ ლარი იხარჯება.

მოედანზე მოეწყობა სხმული კაუჩუკის საფარი და განთავსდება საბავშო ატრაქციონები და დასაჯდომები.

პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სპორტული ზონის მოწყობა კალათბურთის და გადახურული სატრენაჟორო მოედნის მოწყობით. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სკეტ მოედნის და მისი აღჭურვა.

პროექტი ითვალისწინებს პარკის სხვადასხვა ლოკაციაზე ფანჩატურების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას.

პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს არსებული ფანტანის რეაბილიტაციას.



დამკვეთის მითითებით ფანტანის წყლის მომარაგებითვის გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე ჭაბურღილის მოწყობა.

პროექტით გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ბილიკების რებილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურების და ქვაფენილის მოწყობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგრეთვე პერიმეტრული ბილიკი.

პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პარკის შემოღობვის რეაბილიტაციას, ტაბიძის და გამსახურდიას ქუჩების მხრიდან, საბავშო ბაღის მხრიდან და აგრეთვე მოსახლეობის მომიჯნავე ღობის რეაბილიტაციას; პარკში ახალი განათების სისტემის მოწყობა.

ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 5 ივლისს იწურება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები