ახალი ამბები
,,ამ მოსაცდელებიდან ვხედავთ მხოლოდ ჩავლილ ავტობუსს'' - პროექტი გორის სოფლებში
გორის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში შენდება მოსაცდელები, რომელთა თაღებიდან არ ჩანს ის ტრანსპორტი, რომელთაც მოქალაქეები ელოდებიან.

მაგალითად, სოფელ ძევერაში აშენებული მოსაცდელიდან მოქალაქეები ტრანსპორტს მაშინ ამჩნევენ, როდესაც ჩაივლის. ,,ამ მოსაცდელებიდან ვხედავთ მხოლოდ ჩავლილ ავტობუსს'' - აცხადებენ ისინი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ადამიანებთან, როგორც მშენებლებში, ასევე პროექტის ავტორებსა და საზედამხედველო ორგანოებში.

როგორც ძევერის მოსახლეობას ადგილობრივებმა განუცხადეს, მშენებლებმა ზუსტად ისეთი მოსაცდელი ააშენეს, როგორიც პროექტით იყო გათვალისწინებული. მათი თქმით, მშენებლებს სთხოვეს თაღის აშენება სხვა მხარეს, თუმცა არ გაითვალისწინეს.

12 სოფელში მოსაცდელს კომპანია ,,ომიკრონი'' აშენებს. პროექტის ავტორი უცნობია, რადგან მერიას მითითებული არა აქვს ავტორის ვინაობა. სავარაუდოდ, ეს პროექტი ინფრატრუქტურის სამსახურში შეადგინეს.

,,ომიკრონს'' სამუშაოები 10 დღის წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებ-ვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კომპანია ..ვადაგადაცილებაშია''.

ამ ეტაპზე, მერიისგან მხოლოდ მთლიანი თანხის 20% აქვს მიღებული, ისიც ავანსის სახით. ჯამში პროექტისთვის 122 000 ლარია გათვალისწინებული.

მერიამ მსგავსი პროექტით კიდევ 13 სოფელში აპირებს მოსაცდელის აშენებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები