ახალი ამბები
შენ გაქვს შესაძლებლობა გახდე ელჩი საქართველოს უნივერსიტეტში
საქართველოს უნივერსიტეტმა უფროკლასელებისთვის ახალი ინოვაციური პროექტი UG ელჩი დაიწყო.

თუ ხარ მე-11 და მე-12 კლასელი  და უკვე მზად ხარ გამოსცადო საუნივერსიტეტო ცხოვრება, ზუსტად გაიგო ვინ გინდა გამოხვიდე და დაეხმარო შენს თანატოლებს უნივერსიტეტის და სტუდენტობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, მაშინ  საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გახდე საქართველოს უნივერსიტეტის ელჩი შენს სკოლაში.

რატომ უნდა გახდე UG ელჩი?


გაინტერესებს ბიზნესი, მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგიები ან სამართალი, მაგრამ ჯერ არ იცი ვინ გინდა გამოხვიდე? მაშინ როგორც UG ელჩს საქართველოს უნივერსიტეტის  მენტორი დაგეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში.

გარდა ამისა, როგორც UG ელჩს, შენ მოგეცემა ექსკლუზიური წვდომა უნივერსიტეტში არსებულ უამრავ სპეციალურ შესაძლებლობაზე, მათ შორის:

• ზამთრის და ზაფხულის ბანაკები
• ექსკურსიები
• პროფესიული ვორკშოფები, სემინარები
• სტუდენტებთან ერთად დაესწრო ლექციებსა და სტუდენტურ ღონისძიებებს,
• პირადად გაიცნო პროფესორები და უნივერსიტეტის რექტორი

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ელჩი, შენ ასევე მიიღებ სპეციალურად მხოლოდ UG ელჩებისთვის შექმნილ ბრენდირებულ საჩუქრებს.

მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: აქ

რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 დეკემბერი
Print

სტატიის გამოყენების პირობები