ახალი ამბები
ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ზვავი ჩამოწვა
ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ზვავი ჩამოწვა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 3 საათზე მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ოსური მედიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როკის გვირაბის გავლით ამ ეტაპზე გადაადგილება აკრძალულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, როკის გვირაბთან, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს ზვავი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები