ახალი ამბები
ქარელში მდინარის სანაპიროზე მამაკაცი მოკლეს
ქარელში მდინარის სანაპიროზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ სამწევრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაღუპულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' ინფორმაციით, ბრალდებული სანადიროდ იმყოფებოდა, ხოლო აწ გარდაცვლილი - სათევზაოდ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები