ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახრისის მკვიდრი პაატა არაქელოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, 1989 წელს დაბადებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, პაატა არქელოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

,,საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი, რომელმაც წინა დღით დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, ორშაბათს გააძევეს რესპუბლიკიდან'',- იუწყება კგბ-ს პრესსამსახური.

კგბ-ს ცნობით, პაატა არაქელოვი 2023 წლის 19 ნოემბერს ,,სახელმწიფო საზღვრის'' უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

,,დადგინდა, რომ მან ნასვამ მდგომარეობაში გადაკვეთა საზღვარი ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის მიმდებარედ. , - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მინიშნებას აკეთებს სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტზე და აღნიშნავს:

,,მიუხედავად 6 ნოემბერს სოფელ ამძარინში (წინაგარა) მომხდარ ინციდენტისა, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დარღვევა გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება არ იღებს საკმარის ზომებს მათ აღსაკვეთად.'' - აღნიშნავენ ცხინვალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები