ახალი ამბები
ვანო ჩხიკვაძეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და ლიტერატურული პრემია გადასცეს
მწერალი ვანო ჩხიკვაძე საბავშვო და ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მწერალთა სახლი ავრცელებს. ვანო ჩხიკვაძე გორის მწერალთა კავშირის წევრია.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2017 წელს დაარსდა. პრემია ემსახურება საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებას, მისი მიზანია საბავშვო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება. ნომინაციების დიდი ნაწილი ასაკობრივადაა დაყოფილი. პრემია აფასებს არა მხოლოდ მწერლებს, არამედ, საბავშვო წიგნების ილუსტრატორებსაც.

ვანო ჩხიკვაძე გორის საპატიო მოქალაქეა. მისი მორიგი პრემია იაკობ გოგებაშვილის სახელობისაა.

ვანო ჩხიკვაძის ჯილდოები და პრემიები:

2017 - პრემია "საგურამო"
2015 - საქართველოს ეროვნული პრემია
2014 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
2010 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია
1999 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
1997 - ღირსების ორდენი
1997 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
1985 - საქართველოს კომკავშირის პრემია


Print

სტატიის გამოყენების პირობები