ახალი ამბები
ფასკუნჯი - მითოლოგიური ფრინველი კვერნაქის ქედზე
კვერნაქის ქედზე, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, ერთი წყვილი ფასკუნჯი ცხოვრობს.

ფრინველს ყოველწლიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორანტი და ეკოლოგიის ინსტიტუტის საველე მკვლევარი/ორნითოლოგი ნიკა პოპოშვილი სტუმრობს.

სწორედ მის ერთ-ერთ ანგარიშში მოხვდა კვერნაქის ქედზე მცხოვრები ფასკუნჯი, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში ფოტოც, ბუდობის დროს, გადაუღო.

მკვლევარის ცნობით, კვერნაქის ქედზე ფასკუნჯის კიდევ 5 ადგილსამყოფელი ფიქსირდება, თუმცა ამ დრომდე, იქ ფრინველი აღარ ცხოვრობს. ერთადერთი ბუდე, სადაც ფასკუნჯი დაფიქსირდა, კასპიდან 3 კმ დაშორებით, სოფელ მეტეხთან ცხოვრობს.

უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. თამაშობს მენაგვის როლს.

მკვლევარის ცნობით, ფასკუნჯის ტერიტორიის დიაპაზონი (home range) ათეული კილომეტრებიდან ზოგჯერ ასეულ კილომეტრამდეც კი მერყეობს. ამავდროულად, იგივე კვლევები იმასაც იუწყება, რომ ტერიტორიის დიდი დიაპაზონის მიუხედავად, ფასკუნჯი ბუდობის დროს ძირითადად იყენებს ამ ტერიტორიის მცირედ (0,4 -1,1%) ნაწილს.

მკვლევარს სთხოვეს გაეკეთებინა შეფასებინა ნადარბაზევის ტბასთან დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მისი შეფასება ასეთია:

,,ქარის ელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიის ჰაბიტატითა და უახლოესი პოტენციური ტურბინის ბუდემდე დაშორებით (6-7 კმ.) თუ ვიმსჯელებთ ფასკუნჯის საპროექტო ტერიტორიაზე მოხვედრა არ იქნება რეგულარული. ამავდროულად, როგორც უკვე ცნობილია, ამ ბუდის სიახლოვეს (1-3 კმ) კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და უკვე გაცემულია ნებართვა რამდენიმე ქარის ელექტრო სადგურის მშენებლობაზე, რომელთა ზემოქმედებასთან შედარებით, გორის მუნიციპალიტეტში (იგულისხმება ნადარბაზევში) დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის ზემოქმედება ნამდვილად უმნიშვნელო იქნება აღნიშნულ ბუდეზე მობუდარ ფასკუნჯის წყვილზე.''- აღნიშნავს მკვლევარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები