ახალი ამბები
გორის პატრულმა განმეორებით სიმთვრალის ფაქტზე მძღოლი ამხილა
განმეორებით სიმთვრალის ფაქტზე გორის პატრულმა მძღოლი ამხილა.

მამაკაცს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დააჯარიმეს.

მას 3000-ლარიანი ჯარიმა ან 10-15 დღით პატიმრობა ემუქრება.

აღნიშნული პირი უკვე დაჯარიმებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და შეფარდებული ჰქონდა 2000-ლარიანი ჯარიმა.

პირველი შემთხვევის დროს, საქმის მასალების მიხედვით, თავი აარიდა ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები