ახალი ამბები
გორში ბრალდებულის ოჯახს 10 000 ლარი თაღლითურად გამოართვეს - პროკურატურა
შიდა ქართლის პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის - გ.ზ.-ს ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლების და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 000 ლარი გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა გ.რ.-ს და გ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები