ახალი ამბები
პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გორში 3 პირი დააკავეს
პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გორში 3 პირი დააკავეს.

სამივე მათგანი 3 დეკემბერს გორის სასამართლოში, მოსამართლე ბერიკაშვილის წინაშე წარადგინეს.

გამომძიებლის ცნობით, მამაკაცები თავდაპირველად ხულიგნობდნენ, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. შემდეგ ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტათ საზოგადოებისადმი უპატივცემულო ქმედება, არ დაემორჩილნენ.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით დააკავეს.

მოსამართლემ ერთ მათგანს 3 000 - ლარიანი ჯარიმა, ხოლო დანარჩენ ორს - 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები