ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში სოციალურად დაუცველებისთვის ახალი კორპუსი აშენდება - მერია
გორში, კომბინატის დასახლებაში სოციალურად დაუცველებისთვის ახალი კორპუსი აშენდება.

მიწის ფართობი ნარკოლოგიური შენობის სიახლოვეს გამოიყო. იქვე ახლოს დევნილთა საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული.

გორის მერიის ცნობით, ამ ახალი კორპუსის მშენებელობა ეკუთვნის იმ პროექტს, რომელიც ყოფილი ბამბეულის კომბინატის ტერიტორიაზე ,,ახალი ქალაქის'' აშენებას გულისხმობს.

სოციალურად დაუცველებისთვის კორპუსი მშენებლობა, მიწის გაყიდვიდან, 1 წელსა და 6 თვეში უნდა დასრულდეს.

,,მყიდველმა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 66.45.27.285, რომლის ფართობია 3125,00 კვ.მ., უნდა ააშენოს და ,,მწვანე კარკასის’’ მდგომარეობაში ჩააბაროს გორის მუნიციპალიტეტს შენობა სოციალური საცხოვრისისათვის, ასევე, საცხოვრებელ ფართებში შეყვანილი იქნას კომუნიკაციები - სანტექნიკური მილგაყვანილობა და გათბობის მილების მოწყობა.'' - აღნიშნავენ გორის მერიაში.

მიწის ფართობი გასაყიდად აუქციონზე გადის. მერიის ცნობით, ქონების პრივატიზაციის შემდეგ, 3 თვის ვადაში მოხდება პროექტის შეთანხმება, მათ შორის სართულების რაოდენობა, საცხოვრებელი ფართების კვადრატულობა და ა.შ.

,,პროექტის შეთანხმება მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის - სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილებასთან, ხოლო პროექტის შეთანხმებიდან 1 წლისა და 3 თვის ვადაში, მოხდება გორის მუნიციპალიტეტისთვის დასრულებული შენობის ჩაბარება - ჯამში 1 წელი და 6 თვე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები