ახალი ამბები
თეონა თვაური - გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი
დღეიდან, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი თეონა თვაურია.

თეონა თვაური პირველი ქალბატონია, რომელიც იზრუნებს გორელი მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებაზე. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე მან გაიარა შესაბამისი სასწავლო კურსები.

ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ტრანსპორტის სააგენტოს პრიორიტეტია. ორგანიზაცია აგრძელებს ქალბატონების დასაქმებას მძღოლების ვაკანსიებზე.

,,გენდერული ბალანსის დაცვასა და ქალების ტრანსპორტის სფეროში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას "ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამაც" ითვალისწინებს. რამდენიმე წლის წინ გორს EUღO 5 - ის ტიპის ავტობუსები სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადაეცა.'' - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები