ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრობის აკრძალვა ქართლის ქუჩაზეც დაიწყო
გორში, ქართლის ქუჩაზე, ადგილი, სადაც გარემოვაჭრეები ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, შემოღობეს.

ღამით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რკინის კონსტრუქციები აღმართეს.

გარემოვაჭრეებს წერილობითი გაფრთხილებები 6 დეკემბერს დაურიგეს, თუმცა, როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ დოკუმენტები არ ჩაუბარებიათ.

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, ამ ეტაპზე, ქართლის ქუჩაზე, სხვა სახის ღონისძიებები არ გაუტარებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები