ახალი ამბები
გორში თოვლის პაპასთან შეხვედრის ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება
გორში თოვლის პაპასთან შეხვედრის ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება.

ამის შესახებ დავალება გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კულტურის სააგენტოს უკვე მიმართა.

ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება. ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს. 28 დეკემბრის ღონისძიების გამართვის მიზნით, მთავრობამ მერიას 99 999 ლარი გამოუყო.

მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 30 მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტშიც ქვეყნის მასშტაბით პროექტის ,,ახალი წლის დღეები საქართველოში" გამართვასთან დაკავშირებით, დაგეგმილია საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების (კონცერტები; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა) ჩატარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები