ახალი ამბები
ახალგორის სოფელ ახმაჯში მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მდინარეში ჩარჩა
ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მდინარეში ჩარჩა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა მანქანა მდინარიდან ბუქსირით ამოიყვანეს. მედიკოსების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ბრიგადის მძღოლმა პაციენტთან უმოკლესი გზით მისვლა გადაწყვიტა. თუმცა, მდინარე ვერ გადალახა.

ახმაჯი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. უახლოესი სოფელი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელი თვაურები და ლამისყანაა. კასპიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემთხვევაში, თვაურებში მისვლას მანქანას 20-25 წუთი სჭირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები