ახალი ამბები
გარემოვაჭრეთა ადგილი გორის მერიამ იჯარით გასცა - 2 წლის ვადით
გორში, ქართლის ქუჩაზე, მსუბუქი კონსტრუქციები აშენდება იმ ადგილას, სადაც გარემოვაჭრეები ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდნენ.

მერიის ქონების სამსახურის ცნობით, 155 კვ.მ ფართობს უახლოეს ორ წელიწადში ინდმეწარმე ზაქარია აბალაკი განკარგავს.

ინდმეწარმემ ქალაქის მასშტაბით იჯარით სხვა ფართობებიც მიიღო - კომბინატის დასახლებაში მშვიდობის გამზირზე და ძველი ბაზრის მიმდებარედ, 26 მაისის სანაპიროზე. ჯამში 1805 კვ.მ.

გორის მერიის ქონების სამსახურის ცნობით, თვეში ინდმეწარმე ბიუჯეტის სასარგებლოდ 2227 ლარს გადაიხდის.

ყველაზე მეტი ფართობი, 1609 კვ,მ აუქციონზე მიიღო ადგილი, რომელიც 26 მაისის სანაპიროზე, მდინარე ლიახვის პირზე მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები