ახალი ამბები
,,ბოლო შეხვედრიდან დღემდე ბორდერიზაციის 5 შემთხვევა დაფიქსირდა" - ერგნეთი
ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთიძის თქმით, წინა შეხვედრიდან დღემდე ბორდერიზაციის 5 შემთხვევა დადასტურდა - გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ზარდიანთკარსა და კნოლევში, ასევე 1-ელი ნოემბრიდან დღემდე გატაცების 5 შემთხვევაა.

,შეხვედრის მთავარი თემა გინტურის მკვლელობა იქნება, მკვლელები იდენტიფიცირებულები არ არიან, რადგან ოქროს მოწმემ ვერ მოახერხა ამოცნობა"- განაცხადა ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

რაც შეეხება სტატისტიკას, მთელი წლის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 5 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები