ახალი ამბები
ქარელის სოფელ აბისისთავში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულია აკაკი ხაჩიძის ოჯახი.

შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა. როგორც ოჯახის წევრებმა გვაცნობეს, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები აღარ არსებობს.

,,ღია ცის ქვეშ დავრჩით, თუ შეიძლება, ვინმე დაგვეხმაროს,'' - გვაცნობეს აბისისთავიდან.

დაზარალებულებმა დახმარების მიზნით ქარელის მერიასაც მიმართეს, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ საკითხს სწავლობენ.

მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესის მიხედვით, თუ ზარალის ოდენობა აღემატება 10 000 ლარს, ბენეფიციარი დაფინანსდება 10 000 ლარის 40%-ის ოდენობით.

დახმარება გაიცემა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების (ხარჯთაღრიცხვის) და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები