ახალი ამბები
გორმედის სამშობიარო ცენტრში მშობიარობა შესაძლებელია უფასოდ
გორმედის სამშობიარო ცენტრი მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალ მოდელს შეუერთდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა 

კლინიკების ქსელის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გორმედის სამშობიარო ცენტრშიც უფასოდ შეძლებს მშობიარობას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს უფინანსდება როგორც ფიზიოლოგიური, ასევე - საკეისრო მშობიარობა. ახალშობილთა პათოლოგიების შემთხვევაში ანაზღაურდება მკურნალობის ხარჯებიც.

გორმედის განცხადებით, სამშობიარო ცენტრში მეან-გინეკოლოგების, დავით ქაჯაიასა და ვასილ სიმონიას ხელმძღვანელობით ყველა სირთულის სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაცია ტარდება. სამშობიაროში ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური განყოფილება და ახალშობილთა რეანიმაცია.

,,მაღალკვალიფიციური ექიმები ქალისა და ჩვილის ფიზიოლოგიური, ემოციური და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, მაღალი ხარისხის სამეანო და ნეონატალურ დახმარებას უწევენ პაციენტებს. აღნიშნული სერვისი სრულად ფინანსდება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში."- აღნიშნულია განცხადებაში.

გორმედის სამშობიარო ცენტრში ორსულობის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობს: რაც გულისხმობს ორსულობის დემედიკალიზაციას (ნაკლები მედიკამენტი ორსულს). დაწესებულებაში ტარდება ყველა საჭირო მანიპულაცია, ფიზიოლოგიური მშობიარობა, საკეისრო კვეთა და ამბულატორიული, ე.წ ფრანგული საკეისრო კვეთა. სამშობიარო ცენტრში შესაძლებელია ყველა სახის გინეკოლოგიური მომსახურების მიღება, დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული კვლევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები