ახალი ამბები
გორის მერი 2023 წლის 13 საუკეთესო თანამშრომელს გამოავლენს
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2023 წლის 13 საუკეთესო თანამშრომელს გამოავლენს.

საუკეთესო თანამშრომელს კრისტალის ჯილდო გადაეცემა.

კრისტალის ჯილდოებს კომპანია ,,დაზგა'' ამზადებს, რომელმაც მსგავსი სახის ჯილდოები, მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაკვეთით, გასულ წელსაც მოამზადა.

გასულ წელს 12 თანამშრომელი დაჯილდოვდა, წელს - 13.

გარდა ამისა, ჯილდოების ფასმაც მოიმატა. თუკი გასულ წელს ერთი ცალი ჯილდოს ღირებულება 110 ლარი იყო, წელს - 140 ლარი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები