ახალი ამბები
გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში 1 წლის მანძილზე 2604 ცხოველი შეიყვანეს
ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შემოყვანილია 2604 ცხოველი.

აქედან;

- გორიდან - 1267;
- ხაშურიდან - 496;
- ქარელიდან - 376;
- კასპიდან - 288;

კასტრაცია სტერილიზაცია ჩაუტარდა 1828 ცხოველს;

აქედან:

- გორიდან - 1000 (903 ძაღლი - 97 კატა);
- ხაშურიდან - 403 (342 ძაღლი - 61 კატა);
- ქარელიდან - 250 (241 ძაღლი - 9 კატა);
- კასპიდან - 175 (174 ძაღლი ; 1 კატა);
სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები (ამპუტაცია, მოტეხილობა, ტრამვების დამუშავება) 212 ცხოველი; სიკვდილიანობა 254 ცხოველი; ევთანაზია - 144 ცხოველი; გაჩუქებულია 52 ძაღლი;

ამჟამად სააგენტოშია 109 ძაღლი. დანარჩენი ძაღლები დააბრუნეს ბუნებრივ გარემოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები