ახალი ამბები
ძამისა და ტანის ხეობებს 85 პოლიციელი იცავს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ძამისა და ტანის ხეობებს 85 პოლიციელი იცავს.

მოძრავი საგუშაგოები განთავსებულია სხვადასხვა ადგილას - ხიდისთავში, ატენში, ორმოცში, გვერძინეთსა და ა.შ.

პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვალერი თელიას წერილით ირკვევა, რომ ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით კონკრეტულ ობიექტებზე არიან მიმაგრებული.

ვალერი თელია შს მინისტრის პირველ მოადგილეს სწერს, რომ აუცილებელია 85 თანამშრომლის კვებითი უზრუნველყოფა.

,,კვებითი უზრუნველყოფის გარეშე შუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფოს იმიჯზე.'' - აღნიშნულია წერილში.

ხეობების დამცავი პოლიციელების კვებისთვის გამოიყო თანხა. წერილით ირკვევა, რომ ერთი პოლიციელის კვებითი უზრუნველყოფის ფასი დღიურად 20 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, თუ რამდენითაა განსაზღვრული უმწეო ადამიანების კვებითი უზრნველყოფა შიდა ქართლში. გორის გარდა, უწმეო ადამიანებისთვის სასადილოები კასპსა და ხაშურშია გახსნილი. კასპის მერიის სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ერთი წლის განმავლობაში, 80 ადამიანისთვის 164 300 ლარი იხარჯება. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 1 უმწეო ადამიანისთვის 5,6 ლარი იხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები