ახალი ამბები
გორის რესტორანი ,,ცირკი'' ახალი წლის ღამეს ფოიერვერკის გარეშე შეხვდება
გორის რესტორანი ,,ცირკი'' ახალ წელს ფოიერვერკის გამოყენებაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ განცხადება ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

,,ვუერთდებით სოციალურ კამპანიას და ახალ წელს უარს ვაცხადებთ პიროტექნიკის გამოყენებაზე, რაც ცხოველებსა და ფრინველებში, ხშირ შემთხვევაში, ფატალურ შედეგს იწვევს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

რესტორნის ადმინისტრაცია მოუწოდებს სხვებსაც, რომ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე შეხვდნენ, რათა გაუფრთხილდნენ ცხოველებს და გარემოს.

რესტორანი წელს გაიხსნა. მისი მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია, რომლის ბიზნესი დაკავშირებულია რუსეთთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები