ახალი ამბები
ვითარება ავტობანზე
25 დეკემბრის საღამოს გართულებულია მოძრაობა ავტობანზე. განსაკუთრებით, გორი-იგოეთის მონაკვეთზე.

რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა იგოეთი-აღაიანის მონაკვეთზე.

მოქალაქეები იტყობინებიან, რომ რთული ხილვადობის გამო, გადაადგილება გაძნებულია, არ მუშაობს ტექნიკა, გორის სიახლოვეს კი გამორთულია გარეგანათება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერი ქარი, ძლიერი თოვლი შენარჩუნებული იქნება 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები